„ჩელსიში“ შეიძლება დროებითი მწვრთნელი დაინიშნოს, ზაფხულში კი კლუბს ტუხელი ჩაიბარებს
„ჩელსის“ მთავარ მწვრთნელს ფრენკ ლემპარდს უახლოეს პერიოდში კლუბის დატოვება ემუქრება.
ჟურნალისტ კრისტიან ფალკის ინფორმაციით, ლემპარდის განთავისუფლების შემთხვევაში, ლონდონელთა დამრიგებელი შეიძლება გახდეს ავრაამ გრანტი, რომელიც დედაქალაქურ კლუბში 2007-08 წლების სეზონში მუშაობდა. ისრაელელი სპეციალისტი დროებითი მწვრთნელი იქნება და სეზონის ბოლომდე იმუშავებს. ზაფხულში კი სრულფასოვანი მწვრთნელი თომას ტუხელი გახდება.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ჩელსის“ მფლობელი რომან აბრამოვიჩი არ აპირებს ლემპარდის დათხოვნას, გრანტი კი ინგლისელის სამწვრთნელო შტაბში შევა.
ტუხელის გარდა, „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ძირითადი კანდიდატები არიან – იულიან ნაგელსმანი, მასიმილიანო ალეგრი, ბრენდან როჯერსი და რალფ ჰაზენჰიუტლი.
პრემიერლიგის 17 ტურის შემდეგ, „ჩელსი“ სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა 26 ქულით.