ინგლისის ნაკრების მცველი რის ჯეიმსი „ჩელსის“ახალი კაპიტანი გახდა. ამ როლში 23 წლის ფეხბურთელმა შეცვალა სესარ ასპილიკუეტა, რომელმაც ლონდონურ კლუბში 11 წელი თამაშის შემდეგ „ჩელსი“ ამ ზაფხულს დატოვა.
ლონდონელთა ახალი ვიცე-კაპიტანი ბენ ჩილუელი გახდა.
რის ჯეიმსი „ჩელსის“ აღზრდილია. მას დებიუტი ძირითად გუნდში 2018 წლის სექტემბერში ჰქონდა.