„ჩელსიში“ ახალი კაპიტანი აირჩიეს #1TVSPORT
„ჩელსიში“ ახალი კაპიტანი აირჩიეს #1TVSPORT

ინგლისის ნაკრების მცველი რის ჯეიმსი „ჩელსის“ახალი კაპიტანი გახდა. ამ როლში 23 წლის ფეხბურთელმა შეცვალა სესარ ასპილიკუეტა, რომელმაც ლონდონურ კლუბში 11 წელი თამაშის შემდეგ „ჩელსი“ ამ ზაფხულს დატოვა.

ლონდონელთა ახალი ვიცე-კაპიტანი ბენ ჩილუელი გახდა.

რის ჯეიმსი „ჩელსის“ აღზრდილია. მას დებიუტი ძირითად გუნდში 2018 წლის სექტემბერში ჰქონდა.