„ჩელსისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ფინანსური დარღვევებისთვის პრემიერლიგიდან გარიცხვა ემუქრებათ #1TVSPORT
„ჩელსი“ და „მანჩესტერ სიტი“ შეიძლება ინგლისის პრემიერლიგიდან გარიცხონ ფინანსური დარღვევების გამო, – იტყობინება გაზეთი The Sun.
წყაროს ცნობით, პრემიერლიგის დამოუკიდებელმა კომისიამ უკვე გააფრთხილა ეს კლუბები შესაძლო გარიცხვაზე იმ შემთხვევაში, თუ მათ ბრალს დაუმტკიცებენ.
გასული წლის თებერვალში „მანჩესტერ სიტი“ 115 დარღვევაში დაადანაშაულეს. კლუბის იურისტები მათი გასაჩივრებით არიან დაკავებულნი.
„ჩელსისთვის“ ჯერ ბრალი არ წაუყენებიათ, მაგრამ 2023 წლის ზაფხულში კლუბის ფინანსურ ანგარიშში აღმოაჩინეს დარღვევები, რომელიც რომან აბრამოვიჩის მმართველობის პერიოდს უკავშირდება.
მიმდინარე სეზონში ფინანსური დარღვევებისთვის „ნოტინგენს“ ოთხი ქულა ჩამოაკლეს, „ევერტონს“ – ექვსი.