„ჩელსის“ ბენ უაიტის შეძენა სურს
„ჩელსის“ ბენ უაიტის შეძენა სურს

ლონდონურის კლუბი „ბრაიტონის“ ფეხბურთელით არის დაინტერესებული.

„ჩელსის“ ხელმძღვანელობა მზად არის, რომ 22 წლის უაიტში 25 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს, – იუწყება The Telegraph.

მიმდინარე სეზონში ბენ უაიტი „ლიდსის“ რიგებში ასპარეზობს, რადგან ამ კლუბში იჯარით გაამწესეს. „ბრაიტონთან“ კი ფეხბურთელს კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

ინგლისური პრესა წერს, რომ „ბრაიტონი“ აქამდე უაიტის გასხვისებისგან თავს იკავებდა, მაგრამ 25 მილიონი ფუნტი სტერლინგი „ბრაიტონის“ მგავსი კლუბისთვის ძალიან მომხიბვლელი წინადადებაა.