„ჩელსი“ კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერისთვის აღარ იბრძოლებს, – იუწყება The Times.
გამოცემის ინფორმაციით, პორტუგალიელი ვარსკვლავის შეძენის წინააღმდეგი ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელია.
პრესაში იწერებოდა, რომ ლონდონური კლუბისთვის რონალდოს შეძენა ერთ-ერთი სატრანსფერო პრიორიტეტია და პორტუგალიელის გუნდში გადმოყვანა „ჩელსის“ ახალი მფლობელის იდეა იყო.
გასულ სეზონში კრიშტიანო რონალდომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში 37 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 24 გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.