ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი კონორ გალაჰერი ლონდონის „ჩელსიდან“ მადრიდის „ატლეტიკოში“ გადავა. კლუბებმა შეათანხმეს ტრანსფერი, რომლის ღირებულებაა 40 მილიონი ევრო. ამის შესახებ იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
წყაროს ცნობით, გალაჰერი ესპანურ კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ფეხბურთელი სამშაბათს გაფრინდება მადრიდში სამედიცინო შემოწმების გასავლელად და კონტრაქტის გასაფორმებლად.
2023-24 წლების სეზონში 24 წლის გალაჰერმა 37 მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.