„ჩელსიმ“ „არსენალს“ ლონდონური დერბი მოუგო [ვიდეო]
„ჩელსიმ“ „არსენალს“ ლონდონური დერბი მოუგო [ვიდეო]

ინგლისის ჩემპიონატის მეორე ტურში ლონდონური დერბი გაიმართა, რომელშიც „სტემფორდ ბრიჯზე“ „ჩელსიმ“ „არსენალს“ უმასპინძლა.

მატჩი სტუმრებისთვის ძალიან ცუდად დაიწყო – მე-20 წუთისთვის „ჩელსი“ პედროსა და ალვარო მორატას გოლებით იგებდა. თუმცა, უნაი ემერის გუნდმა პირველივე ნახევარში შეძლო თანაფარდობის აღდგენა – ჰენრიხ მხითარიანმა ჯერ თავად გაიტანა და შემდეგ ივობის გაატანინა.

„ჩელსიმ“ მაინც შეძლო მოგება – ამ გუნდის მესამე ესპანელმა მარკოს ალონსომ 81-ე წუთზე აზარის პასით გამარჯვების გოლი გაიტანა. „ჩელსიმ“ ჩემპიონატი ორი მოგებით დაიწყო, „არსენალმა“ – ორი წაგებით.

აღსანიშნავია, რომ „ჩელსიმ“ ბოლო შვიდ მატჩში მეექვსედ მოუგო შინ „არსენალს“.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

„ჩელსი“: არისაბალაგა, ასპილიკუეტა, რიუდიგერი, დავიდ ლუიში, მარკოს ალონსო, ჟორჟინიო, კანტე, ბარკლი (კოვაჩიჩი, 60), პედრო, ალვარო მორატა (ჟირუ, 75), ვილიანი (აზარი, 61).

„არსენალი“: ჩეხი, ბელერინი, პაპასტატოპულოსი, მუსტაფი, მონრეალი, მხითარიანი, გენდუზი, ჯაკა (ტორეირა, 46), იოზილი (რემზი, 68), ივობი (ლაკაზეტი, 75), იბამეიანგი.