„ჩელსი“ სამი ფეხბურთელის გუნდიდან გაშვებას გეგმავს #1TVSPORT
„ჩელსი“ სამი ფეხბურთელის გუნდიდან გაშვებას გეგმავს #1TVSPORT

ავტორიტეტული გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, „ჩელსი“ სამი ფეხბურთელის გუნდიდან გაშვებას გეგმავს. ლონდონურმა კლუბმა ტიემუ ბაკაიოკოს, დენი დრინკუოტერ​სა და როსს ბარკლის ახალი გუნდების მოძებნა სთხოვა.

ეს ფეხბურთელები „ჩელსის“ პირველ გუნდში თავის დამკვიდრებას უკვე საკმაოდ დიდი ხანია ცდილობენ, მაგრამ უშედეგოდ, შესაბამისად თომას ტუხელმა სამივე მოთამაშეს ამცნო, რომ ისინი გუნდის გეგმებში აღარ შედიან.

ლონდონური კლუბი ამ ეტაპზე ფინანსურ კრიზისშია. „არისტოკრატები“ ახლოს არიან ტამი აბრაჰამის გაყიდვასთან, რაც მათ 45 მილიონ ფუნტს მოუტანს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გუნდმა რომელუ ლუკაკუ 97.5 მილიონ ფუნტად გაიფორმა და ბევრი კრიტიკოსის აზრით, „ჩელსი“ ამ ტრანსფერის შემდეგ, პრემიერლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი გახდა.

ლუკაკუს დამატების შემდეგ, ჩვენ გუნდში გვეყოლება მსოფლიოში საუკეთესო ფორვარდი“, – ასე გამოეხმაურა ტუხელი ლუკაკუს დამატებას.

ლონდონის „ჩელსიმ“ პრემიერლიგის ახალი სეზონი შესანიშნავად დაიწყო. მან სამი უპასუხო გოლი გაუტანა „კრისტალ პალასს“ და პირველი ქულები დამაჯერებლად მოიპოვა.