ლონდონის „ჩელსი“ არ აპირებს უახლოეს პერიოდში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფრენკ ლემპარდის დათხოვნას.
ESPN-ის მონაცემებით, ლონდონური კლუბი მზად არის გამოიჩინოს მოთმინება და ახალგაზრდა სპეციალისტს დრო მისცეს შექმნილი სიტუაციის გამოსასწორებლად.
„ჩელსიში“ აღიარებენ გასულ სეზონში ლემპარდის დამსახურებებს, როცა გუნდმა ფიფასგან დაწესებული სატრანსფერო დისკვალიფიკაციის მიუხედავად, სტაბილური შედეგები აჩვენა.
ამ მომენტისთვის, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობას არ ჰყავს კანდიდატი ლემპარდის შესაცვლელად. მისთვის არ წაუყენებიათ არანაირი პირობა და არ დაუთქვამთ ვადა, რომლის განმავლობაშიც სიტუაცია და შედეგები უნდა გამოსწორდეს.
პრემიერლიგის მე-17 ტურში „მანჩესტერ სიტისთან“ წაგების შემდეგ, „ჩელსი“ გათამაშების ცხრილში მეცხრე ადგილამდე დაეშვა. გუნდმა ბოლო ექვს მატჩში ოთხჯერ წააგო.