ჩელსი და მანჩესტერ იუნაიტედი ერთმანეთს ინგლისის თასის მერვედფინალში შეხვდებიან
ჩელსი და მანჩესტერ იუნაიტედი ერთმანეთს ინგლისის თასის მერვედფინალში შეხვდებიან

ინგლისის თასის გათამაშებაში მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომლის მიხედვითაც ერთი სუპერწყვილი ჩამოყალიბდა – ჩელსი საკუთარ მოედანზე მანჩესტერ იუნაიტედს მიიღებს.

1/8 ფინალის წილისყრის სრული შედეგები ასეთია:

უიმბლდონი-მილუოლი
დონკასტერი-კრისტალ პალასი
ჩელსი-მანჩესტერ იუნაიტედი
ბრისტოლი-შრიუსბერი/ვულვერჰემპტონი
მიდლსბრო/ნიუპორტი-მანჩესტერ სიტი
პორტსმუტი/ქუინზ პარკი-უოტფორდი
ბრაიტონი/ვესტ ბრომვიჩი-დერბი
სუონსი-ბარნეტი/ბრენტფორდი

მატჩები 16-18 თებერვალს გაიმართება.

ჩელსი ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია. 2017-18 წლების სეზონის ფინალში მან სწორედ მანჩესტერ იუნაიტედს მოუგო, 1:0.