ჩეხურ ფეხბურთში სკანდალია – ჩაწყობილი თამაშების ორგანიზებისთვის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დააპატიმრეს

08:40, 20.10.2020

ხმაურიანი სკანდალი აგორდა ჩეხურ ფეხბურთში. პოლიციამ გამოაცხადა 19 ადამიანის დაპატიმრების შესახებ, მათ შორისაა ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. ისინი ეჭვმიტანილნი არიან ჩაწყობილი თამაშების ორგანიზებაში.

ყოფილი მსაჯი და 2013 წლიდან ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი რომან ბერბრი უკვე განთავისუფლებულია თანამდებობიდან. ასევე სრულად დაითხოვეს საარბიტრაჟო კოლეგია.

„ეს არის დიდი გზის დასაწყისი, რომლის მეშვეობითაც ჩეხურმა ფეხბურთმა უნდა დაიბრუნოს გულშემატკივრების, სპონსორებისა და ფართო საზოგადოების ნდობა“, – განაცხადა ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მარტინ მალიკმა.

მსგავსი