ჩეხეთში, სამხედრო ობიექტებთან ახლოს ამოუცნობი უპილოტო საფრენი აპარატები აღმოაჩინეს
ჩეხეთში, სამხედრო ობიექტებთან ახლოს ამოუცნობი უპილოტო საფრენი აპარატები აღმოაჩინეს

ჩეხეთში, სამხედრო ობიექტებთან ახლოს ამოუცნობი უპილოტო საფრენი აპარატები აღმოაჩინეს.

ჩეხეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ქვეყანაში არაერთხელ დაფიქსირდა ამოუცნობი უპილოტო აპარატები სტრატეგიული, მათ შორის სამხედრო ობიექტების მახლობლად.

„თუმცა ამ ობიექტების ჩამონათვალი საიდუმლო ინფორმაციაა“, – განაცხადა ჩეხეთის გენერალური შტაბის პრესსპიკერმა, ზდენკა სობარნა კოშვანცოვამ.

ამასთან, პრესსპიკერს არ დაუკონკრეტებია, როდის მოხდა ეს. როგორც ზდენკა სობარნა კოშვანცოვამ აღნიშნა, ჩეხეთის არმია მზადაა, გამოავლინოს და გაანეიტრალოს ისინი.

ამასთან, ესტონეთში განაცხადეს, რომ დღეს დაფიქსირდა მათი საჰაერო სივრცის დარღვევა „მცირე ობიექტით“, თუმცა საუბარი არ არის დიდ საბრძოლო დრონზე.