ჩეხეთში სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახნენ
ჩეხეთში სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახნენ

ჩეხეთში სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახნენ.

სარკინიგზო კატასტროფის შედეგად გარდაიცვალა ერთი ადამიანი, 30-ზე მეტი კი დაშავდა. გარდაცვლილი სამგზავრო მატარებლის მემანქანეა.

ავარია ადგილობრივი დროით 21:30 საათზე, პრაღის მახლობლად მდებარე ქალაქ ჩესკი ბროდთან მოხდა, სამაშველო სამსახურის ცნობით, სამგზავრო მატარებელი ლიანდაგებზე მდგარ სატვირთო შემადგენლობას შეეჯახა.

კატასტროფის დროს სამგზავრო მატარებელში 120-მდე ადამიანი იმყოფებოდა. შეჯახების შედეგად ვაგონები ლიანდაგებიდან გადავიდა.

ორი მძიმედ დაშავებული პაციენტი საავადმყოფოში ვერტმფრენებით გადაიყვანეს. სარკინიგზო ავარიის მიზეზი ჯერ უცნობია.