ჩეხეთში ქუჩაში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება
ჩეხეთში ქუჩაში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

ჩეხეთში ქუჩაში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღო.

ჩეხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ეპიდემიასთან გამკლავება შეძლო. ქვეყანაში 20 აპრილიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება.

25 მაისიდან პირბადეების ტარება მხოლოდ დახურულ შენობებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში იქნება სავალდებულო.

ასევე, ქვეყანაში განაახლებენ მუშაობას სასტუმროები, ფიტნესცენტრები, რესტორნები და კაფეები. ამასთან, რესტორნებში მოქალაქეებს სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება მოუწევთ.