ჩეხეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა
ჩეხეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა

ჩეხეთში პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა. როგორც მიტინგების ორგანიზატორები აცხადებენ, დემონსტრაციები ჩეხეთის 300 დასახლებულ პუნქტში შედგა. ინფორმაციას ჩეხეთის რადიო ავრცელებს.

ყველაზე მასობრივი აქცია ქალაქ ბრნოში იყო, სადაც ცენტრალურ მოედანზე ექვსი ათასზე მეტი მოქალაქე შეიკრიბა.

პრაღაში გუშინ მიტინგი არ გამართულა. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, მორიგი მასშტაბური დემონსტრაცია ჩეხეთის დედაქალაქში კვირას, 23 ივნისს არის დაგეგმილი.

ჩეხეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციები აპრილიდან იმართება. ანდრეი ბაბიშს ევროკავშირის ფონდებიდან მიღებული სოლიდური თანხის საკუთარ კომპანიებში გადარიცხავს ედავებიან.