ჩეხეთში, პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები გაიმართება
დღეს ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები იწყება, რომელშიც მიმდინარეობს ძირითადი საკანონმდებლო პროცესი და რომელსაც გაცილებით დიდი გავლენა აქვს ჩეხური საზოგადოების ყველა ასპექტზე, ვიდრე ზედა პალატას.
ხმის მიცემის პროცესი ორი დღის მანძილზე გაგრძელდება. დღეს დაახლოებით 15 000 საარჩევნო უბანი გაიხსნება ადგილობრივი დროით 14:00 საათზე და დაიხურება 23:00 საათზე.
რესპუბლიკის 8 მილიონზე მეტი ამომრჩეველი გადაწყვეტს არჩევნებზე რეგისტრირებული 22 პოლიტიკური პარტიისა და მოძრაობის, ასევე კოალიციებისთვის მანდატის მინიჭების პროცესს.