ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება
ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება

ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, იან ბლატნიმ განაცხადა, ჩეხეთში„კოვიდ-19“-ის ვაქცინა უფასო იქნება და მის ღირებულებას საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა დაფარავს.

ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ჩეხეთში ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება, თუმცა მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა.

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ვაქცინა უფასო მხოლოდ რისკის ჯგუფების წარმომადგენლებისთვის უნდა ყოფილიყო, თუმცა ჩეხეთის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება გააუქმა.

ჩეხეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დაინფიცირება 500 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.