ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის 9 721 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის 9 721 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა.

ქვეყანაში გამოვლინდა „კოვიდ-19“-ის 9 721 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ჩეხეთში „კოვიდ-19“ 149 010 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 1 172 გარდაიცვალა.