ჩეხეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 674 000 ადამიანს ჩაუტარდა
ჩეხეთის საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებული 1 568 მძიმე პაციენტი მკურნალობს, რაც პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჩეხეთში ყოველდღიურად იზრდება ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობაც. რამდენიმე დღის წინ ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობამ 15 000-ს მიაღწია.
ქვეყანაში ვაქცინაცია 674 000 ადამიანს უკვე ჩაუტარდა, მათგან 243 000 მა ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთა.
„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჩეხეთში გამკაცრებულია შეზღუდვები, დახურულია სკოლები და ბაღები, ასევე მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის 1 252 242 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 20 701 ადამიანი.