კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ჩეხეთში. ინფორმაცია ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ადამ ვოჟტეჩმა დაადასტურა.
მინისტრის თქმით, ინფიცირებულია სამი ადამიანი. მათ შორის, ერთი ამერიკელი სტუდენტია, რომელიც მილანში სწავლობს. ის პრაღაში სამოგზაუროდ არის ჩასული.
სამივე პაციენტი ბოლო 14 დღის განმავლობაში იტალიაშია ნამყოფი.