ჩეხეთში კორონავირუსის 15 252 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 126 ადამიანი გარდაიცვალა
ჩეხეთში კორონავირუსის 15 252 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 126 ადამიანი გარდაიცვალა

ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსი 15 252 პირს დაუდასტურდა, 126 ადამიანი კი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩეხეთში გამოვლენილია ინფიცირების 238 323 შემთხვევა. მათგან 91 651 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 971 კი გარდაიცვალა.