ჩეხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 22 936 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 110 ადამიანი დაიღუპა
ჩეხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 22 936 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 110 ადამიანი დაიღუპა

ჩეხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – 22 936 ახალი შემთხვევა და ვირუსით 110 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩეხეთში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, დამატებითი შეზღუდვები წესდება. ორშაბათიდან აუცრელი ადამიანები საჯარო ღონისძიებებს ვეღარც პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის შემდეგ დაესწრებიან. ასევე შეეზღუდებათ შესვლა კაფეებში, ბარებსა და რესტორნებში, მუზეუმებსა და სილამაზის სალონებში.