ჩეხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩეხეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 2 946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკვე ერთი კვირაა, ქვეყანაში ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ორი ათასზე მაღალია. ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ვირუსის გავცრცელების პრევენციის მიზნით, ახალი შეზღუდვები დაწესდა.
26 სექტმებრის მონაცემებით, ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის 61 318 შემთხვევაა რეგისტრირებული, დაღუპულია 581 ადამიანი.