ჩეხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 9 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მორიგი რეკორდი დაფიქსირდა. ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 9 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
„გარდიანის“ ინფორმაციით, დღეისათვის ქვეყანას 139 290 შემთხვევა აქვს აღრიცხული. ვირუსს 1172 ადამიანი ემსხვერპლა.