ჩეხეთში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ახალგაზრდამ დანით ორი ადამიანი მოკლა. თავდამსხმელი სამართალდამცველებმა დააკავეს. ის ჩეხეთის მოქალაქე, 16 წლის პირია.
შემთხვევა ქალაქ ჰრადეც კრალოვეში მოხდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში ვიყავით, ორივე მსხვერპლს ისეთი სერიოზული დაზიანებები ჰქონდა, რომ მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა სამაშველო სამსახურების ძალისხმევის მიუხედავად“, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
ამჟამად სამართალდამცველები თავდამსხმელის მოქმედების მოტივის დადგენას ცდილობენ.