ჩეხეთში, ერთ-ერთ საავადმყოფოში სროლის დროს, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა

12:55, 10.12.2019

ჩეხეთის ქალაქ ოსტრავას საავადმყოფოში ცეცხლსასროლი იარაღის სროლის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველები ეჭვმიტანილის იდენტიფიცირებისთვის დახმარების თხოვნით მოქალაქეებს მიმართავენ.

დანაშაულის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი