ჩეხეთში, ერთ-ერთ კორპუსში ხანძრისას 11 ადამიანი დაიღუპა

23:34, 08.08.2020
An apartment building is seen after a fire broke out in Bohumin, Czech Republic, August 8, 2020.   REUTERS/Lukas Kabon

An apartment building is seen after a fire broke out in Bohumin, Czech Republic, August 8, 2020. REUTERS/Lukas Kabon

ჩეხეთში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის, სამი მცირეწლოვანია. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ხანძარი პრაღიდან 380 კილომეტრით დაშორებულ ბოჰუმინის დასახლებაში მოხდა. ცეცხლი 11-ე სართულზე საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა. უცნობია, რამ გამოიწვია აალება.

ადგილზე მობილიზებულ სახანძრო ჯგუფებს ბინაში ექვსი ცხედარი დახვდათ. ხუთი ადამიანი კი, ცეცხლისგან თავის დაღწევის მიზნით ფანჯრიდან გადახტა და მიღებული ტრავმების გამო გარდაიცვალა.

მსგავსი