ჩეხეთში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 650 შემთხვევა გამოვლინდა
ჩეხეთში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 650 შემთხვევა გამოვლინდა

ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის დღიური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩეხეთში 650 ადამიანი დაინფიცირდა. ინფორმაციას „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 25 773 შემთხვევა, გარდაიცვალა 425 ინფიცირებული.