ჩეხეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობამ 11 000-ს გადააჭარბა
ჩეხეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობამ 11 000-ს გადააჭარბა

ჩეხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობამ 11 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ჩეხეთში ახალი კორონავირუსი 11 105 პირს დაუდასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია დაინფიცირების 160 112 შემთხვევა, მათ შორის 1 283 ლეტალური.