ჩეხეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 14 151 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 55 ადამიანი გარდაიცვალა
ჩეხეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 14 151 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 55 ადამიანი გარდაიცვალა

ჩეხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 14 151 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 55 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გარდიანი“ წერს, რომ ჩეხეთში ევროპის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსი 223 065 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 1 845 პაციენტი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი