ჩეხეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 11 428 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ჩეხეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 11 428 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ჩეხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 11 428 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 173  ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ინფორმაციას „გარდიანი“ ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩეხეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია დაინფიცირების 335 102 შემთხვევა, მათ შორის 3 251 ლეტალური აღმოჩნდა.