ჩეხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 6 542 ადამიანი დაინფიცირდა, 178 პაციენტი კი გარდაიცვალა
ჩეხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 6 542 ადამიანი დაინფიცირდა, 178 პაციენტი კი გარდაიცვალა

ჩეხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 6 542 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 178 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის 341 644 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 3 429 პაციენტი გარდაიცვალა.