ჩეხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვნებელი, 1 164 შემთხვევა დაფიქსირდა
ჩეხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვნებელი, 1 164 შემთხვევა დაფიქსირდა

ჩეხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვნებელი, 1 164 შემთხვევა დაფიქსირდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსით  29 877 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 441 გარდაიცვალა.

„როიტერი“ წერს, რომ ახალი შემთხვევების მატების მიუხედავად, ქვეყანაში ლეტალური შემთხვევების რიცხვი ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, დაბალია.