ჩეხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 2 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ჩეხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 2 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

პანდემიის დაწყებიდან პირველად ჩეხეთში კორონავირუსის 2 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 2 139 ადამიანი დაინფიცირდა.

ინფორმაციას „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემე ჩეხეთში ინფიცირების 41 032 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის 22 931 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 482 პაციენტი კი გარდაიცვალა.