ჩეხეთში არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის შეზღუდვები გაამკაცრეს
ჩეხეთში არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის შეზღუდვები გაამკაცრეს

ჩეხეთში არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის შეზღუდვები გაამკაცრეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დღეიდან ჩეხეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც კორონავირუსის ვაქცინა არ აქვთ გაკეთებული, პაბებში, რესტორნებსა და თეატრებში შესვლა, ასევე სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება აეკრძალებათ. დასწრების შესაძლებლობა მხოლოდ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს ან ბოლო ექვსი თვის მანძილზე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პირებს შეეძლებათ.

გარდა ამისა, ვირუსით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდისა და საავადმყოფოების გადავსების გამო, მთავრობა საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესაძლებლობასაც განიხილავს. შეზღუდვების გამკაცრების გამო, საღამოს პრაღაში საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

ჩეხეთთან ერთად, არავაქცნირებული მოქალქეებისთვის შეზღუდვები გამკაცრდა სლოვაკეთშიც. გარდა ამისა, მთავრობამ კვების ობიექტების დახურვის განკარგულება გასცა, რომლებიც მოქალაქეებს მხოლოდ გატანის სერვისით მოემსახურებიან.

ჩეხეთის და სლოვაკეთის მთავრობები აღნიშნული ზომებით იმედოვნებენ, რომ ქვეყნებში ვაქცინაციის ტემპი გაიზრდება. ჩეხეთსა და სლოვაკეთში, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს.