ჩეხეთში 40 მეტეოროლოგიურ სადგურზე რეკორდულად დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა

15:56, 10.10.2021

ჩეხეთში დღეს დილით 40 მეტეოროლოგიურ სადგურზე დაახლოებით მინუს 10 გრადუსი დაფიქსირდა, რაც წელიწადის ამ დროს დაფიქისრებული რეკორდულად დაბალი ტემპერატურაა.

ყველაზე დაბალი ტემპერატურა, მინუს 10,2 გრადუსი დაფიქსირდა შუმავას პარკში, კვილდა-პერლას მეტეოროლოგიურ სადგურზე, სადაც ბოლოს, 1990 წელს, მინუს 8 გრადუსი დაფიქსირდა.

სინოპტიკოსები ჩეხეთში მომდევნო დღეების განმავლობაშიც დაბალ ტემპერატურას ელოდებიან.

მსგავსი