ჩეხეთმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ თანამშრომელს სანქციები დაუწესა

01:09, 30.01.2025
epa09652459 New Czech Foreign Minister Jan Lipavsky speaks during a joint a press conference at the end of the Foreign Ministers meeting of the Visegrad Group or V4 countries and Turkey in Puskas Arena in Budapest, Hungary, 21 December 2021.  EPA-EFE/ZSOLT SZIGETVARY HUNGARY OUT

ჩეხეთმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ თანამშრომელს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ დაწერა.

„დღეს, ჩემი რეკომენდაციით, მთავრობამ სანქციები დააწესა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ თანამშრომელზე. მიზეზი არის მათი პირდაპირი პასუხისმგებლობა გასულ წელს საქართველოში საპროტესტო აქციების სასტიკ ჩახშობაში. მარტივად რომ ვთქვათ – შემსრულებლები. და ჩვენ არ გვინდა ისინი ჩეხეთის რესპუბლიკაში“, – წერს მინისტრი.

მსგავსი