ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, ჩეხეთი და პოლონეთი სლოვაკეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, ვიდრე ქვეყანა რუსულ MiG-29-ს ამერიკული F-16-ით ჩაანაცვლებს
ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, ჩეხეთი და პოლონეთი სლოვაკეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, ვიდრე ქვეყანა რუსულ MiG-29-ს ამერიკული F-16-ით ჩაანაცვლებს

ჩეხეთი და პოლონეთი სლოვაკეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, ვიდრე ქვეყანა რუსული MiG-29-ის ჩანაცვლებას ამერიკული F-16-ით გეგმავს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

უწყების ხელმძღვანელმა, იანა ჩერნოხოვამ, მისმა პოლონელმა კოლეგამ, მარიუშ ბლაშაკმა და სლოვაკეთის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იაროსლავ ნადმა შესაბამის შეთანხმებას ხელი შაბათს მოაწერეს.

„შეთანხმება ძალაში შევა პირველ სექტემბერს, როდესაც სლოვაკური MiG-29 გამანადგურებლების ექსპლუატაცია შეწყდება“, – ნათქვამია ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც „ბიბისი“ წერს, სლოვაკეთი წყვეტს MiG-29-ის გამოყენებას, რადგან მათი მოვლა გაძვირდება, შესაბამისი უნარების მქონე ტექნიკოსები კი თანდათან ტოვებენ ქვეყანას.

აპრილში სლოვაკეთში განაცხადეს, რომ შესაძლოა, ექსპლოატაციიდან ამოღებული MiG-29-ები უკრაინას გადასცენ დახმარების მიზნით, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.