ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი - ჩეხეთის საწყობებში აღარ არის ბევრი იარაღი უკრაინისთვის გადასაცემად, თუმცა მწარმოებელი კომპანიები იღებენ ლიცენზიებს უკრაინაში თავიანთი პროდუქციის მისაწოდებლად
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი - ჩეხეთის საწყობებში აღარ არის ბევრი იარაღი უკრაინისთვის გადასაცემად, თუმცა მწარმოებელი კომპანიები იღებენ ლიცენზიებს უკრაინაში თავიანთი პროდუქციის მისაწოდებლად

ჩეხეთის სამხედრო საწყობებში აღარ არის ბევრი იარაღი, რომლის გადაცემასაც ქვეყანა უკრაინისთვის შეძლებდა, თუმცა მწარმოებელი კომპანიები იღებენ საექსპორტო ლიცენზიებს უკრაინაში თავიანთი პროდუქციის მისაწოდებლად, – ჩეხური მედიის ცნობით, ამის შესახებ ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა, იანა ჩერნოხოვამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, უკრაინამ ათობით მილიარდი კრონის ღირებულების საბრძოლო მასალა სწორედ კერძო კომპანიებისა და დონორებისგან მიიღო.

ამასთან, ჩერნოხოვას ცნობით, მიმდინარე წელს ჩეხეთსა და პოლონეთში ოთხი ათასზე მეტმა უკრაინელმა სამხედრომ გაიარა მომზადება ჩეხ ინსტრუქტორებთან. მისი თქმით, ჩეხეთი ანალოგიურ დახმარებას გააგრძელებს.

„სამხედრო ტექნიკიდან არც ისე ბევრი რამ რჩება, რისი გაგზავნაც უკრაინაში შეგვიძლია. მეორე მხრივ, რადგან ჩვენი მარაგებიდან მასალებს ვერ ვგზავნით, ვცდილობთ, დავაკომპენსიროთ კერძო კომპანიებისთვის გაცემული საექსპორტო ლიცენზიებით, რადგან არ გვსურს საფრთხის წინაშე დავაყენოთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა“, – განაცხადა ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა.