ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა უკრაინელი სამხედროების გაწვრთნას საკუთარ ტერიტორიაზე აპირებს
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა უკრაინელი სამხედროების გაწვრთნას საკუთარ ტერიტორიაზე აპირებს

ჩეხეთი უკრაინელი სამხედროების გაწვრთნას საკუთარ ტერიტორიაზე აპირებს. ამის შესახებ ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა, იანა ჩერნოხოვამ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანა „ევროკავშირის სამხედრო დახმარების“ სპეციალური პროგრამის ფარგლებში, მომავალ წელს ოთხი ათასამდე უკრაინელ სამხედროს მიიღებს.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სამხედროები ჩეხეთში ოთხი კვირით ეტაპობრივად გაემგზავრებიან. პროგრამის ბიუჯეტი 42 მილიონი დოლარია და ის ევროკავშირის ეგიდით იმართება.