ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი საქართველოს ეწვია
ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად საქართველოს ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი იაროსლავ კუბერა ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ჩეხ სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია დახვდა. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა იაროსლავ კუბერას ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოსვლისთვის. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების გასაღრმავებლად.

„ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი თელავში ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს მის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.

აღსანიშნავია, რომ ჩეხეთი საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდამჭერია, როგორც ქვეყნის ევროპული, ისე ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.  ჩეხეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

საყურადღებოა, რომ საქართველო-რუსეთის ომის 10 წლისთავზე ჩეხეთის საგარეო უწყებამ გააკეთა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება, სადაც დაგმო რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.