ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – უკრაინის მხარდაჭერა არ არის კარტბლანში მთავრობის ნებისმიერი ქმედებისთვის
უკრაინის მხარდაჭერა არ არის კარტბლანში მთავრობის ნებისმიერი ქმედებისთვის, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით უკრაინაში მიმდინარე ვითარებას. კორუფციასთან ბრძოლა ევროკავშირში გაწევრიანების გზის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილია. უკრაინის ადგილი ევროპაშია და ჩვენი მხარდაჭერა მის ხალხს ეკუთვნის, მაგრამ ჩვენი მხარდაჭერა არასდროს ყოფილა და არც იქნება მთავრობის არცერთი ქმედებისთვის კარტბლანში. დღეს ეს შევახსენე მინისტრ ანდრეი სიბიგას“, – წერს იან ლიპავკსი სოციალურ ქსელში.
We are closely following the situation in Ukraine. Fighting corruption is a vital part of the EU accession path. Ukraine belongs in Europe and our support goes to its people. But our support has never been and will never be a blank cheque for any actions of the government. I…
— Jan Lipavský (@JanLipavsky) July 23, 2025