ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთი ევროკავშირისთვის საფრთხეს წარმოადგენს
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთი ევროკავშირისთვის საფრთხეს წარმოადგენს

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთი ევროკავშირისთვის საფრთხეს წარმოადგენს. როგორც „ჩეხურ რადიოსთან“ ინტერვიუში ტომას პეტრიშჩეკმა განაცხადა, მოსკოვი „დეზინფორმაციას ავრცელებს“ და მისგან „ჰიბრიდული საფრთხეები“ მოდის.

მინისტრის თქმით, რუსეთის ამ ქმედებების შესახებ ჩეხეთის უსაფრთხოების სამსახური არაერთხელ იუწყებოდა და ამ ინფორმაციას მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს.
​პეტრიშჩეკმა მოუწოდა ევროკავშირს, მეტი გააკეთოს, რათა რუსეთიდან მომდინარე ამ საფრთხეების განეიტრალება შესაძლებელი გახდეს.

შეგახსენებთ, მანამდე ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ რუსეთს საფრთხედ არ განიხილავს და მოსკოვთან აქტიური დიალოგი აუცილებელია.