ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – რუსეთ-საქართველოს შეიარაღებულმა კონფლიქტმა შეასუსტა რეგიონული სტაბილურობა და უსაფრთხოება
რუსეთ-საქართველოს შეიარაღებულმა კონფლიქტმა შეასუსტა რეგიონული სტაბილურობა და უსაფრთხოება, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-11 წლისთავს.
„დღეს ჩვენ ვიხსენებთ რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის წლისთავს, რომელმაც შეასუსტა რეგიონული სტაბილურობა და უსაფრთხოება. ასევე გახდა დიდი ტანჯვის და უსამართლობის მიზეზი. ერთი თვის წინ, მე ეს ჩემი საკუთარი თვალით ვიხილე საქართველოში ვიზიტის დროს, როდესაც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ვიმყოფებოდი“, – განაცხადა ტომაშ პეტრიჩეკმა.
1/2 Today we remember the anniversary of the armed conflict between #Russia and #Georgia, which weakened the regional stability and security. It also caused a lot of suffering and injustice. https://t.co/7HA07bxwfd
— Tomáš Petříček (@TPetricek) 8 August 2019