ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი - სადაც რუსეთი ნატო-ს წევრ ქვეყნებს ესაზღვრება, იქ ომი არ არის, სხვა რეგიონებში კი მიმდინარეობს
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
იან ლიპავსკის აზრით, ნატო-ს გაფართოება, სინამდვილეში, რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს ემსახურება და არა პირიქით.
„ნატო-ს გაფართოება რუსეთის უსაფრთხოების ინტერესებს ემსახურება. იქ, სადაც რუსეთი ნატო-ს წევრ ქვეყნებს ესაზღვრება, ომი არ არ არის, სხვა რეგიონებში კი მიმდინარეობს“, – წერს ლიპავსკი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა დაადასტურა დონალდ ტრამპის მზადყოფნა, პუტინს მისცეს დაპირება, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება, თუ ასეთი მოთხოვნა ომის დასრულების პირობა გახდება. მისივე ინფორმაციით, საუბარია არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ საქართველოსა და მოლდოვაზეც.