ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ გვაქვს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა, შვედეთი და ფინეთი ამის კარგი მაგალითია დანარჩენი ქვეყნებისთვის
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ გვაქვს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა, შვედეთი და ფინეთი ამის კარგი მაგალითია დანარჩენი ქვეყნებისთვის

შვედეთი და ფინეთი ამის ძალიან კარგი მაგალითია დანარჩენი ქვეყნებისთვის, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ საქართველოს პირველი არხის კითხვის საპასუხოდ ბერლინში განაცხადა, სადაც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი უნდა გაიმართოს.

კითხვაზე, როდესაც გაფართოებაზეა საუბარი, რას ეტყოდა ქვეყნებს, რომლებსაც გაწევრიანება უნდათ, საქართველოსა და უკრაინას, რა უნდა გააკეთონ ამ ქვეყნებმა მადრიდის სამიტისთვის, ჩეხეთის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ სახეზეა ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა, რისი მაგალითიცაა შვედეთისა და ფინეთის საკითხი.

„ჩვენ გვაქვს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა. შვედეთი და ფინეთი ამის ძალიან კარგი მაგალითია დანარჩენი ქვეყნებისთვის. ჩვენ გვჭირდება, რომ გავიაროთ ეს პოლიტიკური და პრაქტიკული პროცესები. ვიცი, რომ ეს არ არის მარტივი პასუხი. ვფიქრობ, ეს აგებულია პოლიტიკურ ნებაზე და ჩვენ გვჭირდება საერთო კონსენსუსი ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ ქვეყნები ანელებენ პროცესს, ეს არის პასუხი. ეს მარტივი პასუხი არ არის, მაგრამ ჩვენ მუდმივად უნდა ვეძებოთ გამოსავალი“, – განაცხადა იან ლიპავსკიმ.