ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩეხეთი საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებით არის დაინტერესებული
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩეხეთი საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებით არის დაინტერესებული

ჩეხეთი საქართველოს მიმართ თავისი მხარდაჭერის ძალისხმევის ერთგული რჩება, რათა ქვეყანამ ევროატლანტიკური და ევროპული მიმართულებით წინ იმოძრაოს, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტომაშ პეტრშიჩეკმა ქართველ კოლეგასთან გამართულ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჩეხეთი საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებით არის დაინტერესებული, როგორც ვაჭრობის ასევე საინვესტიციო სფეროში.

„ორმხრივი ვაჭრობის განვითარებისთვის და ინვესტიციების მოცულობის გაზრდისთვის ფართო პოტენციალი არსებობს. მოხარული ვარ, რომ საქართველოში დაახლოებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 5% ჩეხეთიდან შემოდის. ჩეხეთი მზად არის, საქართველოს დაეხმაროს საექსპერტო გამოცდილებით, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ჩეხეთი ცდილობს, საქართველოს დაეხმაროს იმ პროგრესში, რომელსაც ქვეყანა მოდერნიზაციაში განიცდის. ჩეხეთი საქართველოს მიმართ თავისი მხარდაჭერის ძალისხმევის ერთგული რჩება, რათა ქვეყანამ ევროატლანტიკური და ევროპული მიმართულებით წინ იმოძრაოს. ჩეხეთი მხარს უჭერს დემოკრატიულ საქართველოს“, – განაცხადა ტომაშ პეტრშიჩეკმა.

მისივე თქმით, საქართველოს ყველა პრაქტიკული მექანიზმი გააჩნია, რომელიც ნატო-ს წევრობის მოსამზადებლად საჭიროა.

„მსურს, მაღალი შეფასება მივცე საქართველოს ვალდებულებას, იმუშაოს ნატო-სა და ევროკავშირთან მთელ რიგ მისიებში. ჩვენ იმ ფაქტს ვაფასებთ, რომ თქვენი ჯარისკაცები, ჩვენი ჯარისკაცების მხარდამხარ ავღანეთში იმყოფებიან, ასევე მალის რესპუბლიკაში რეგიონში სტაბილურობას უზრუნველყოფენ, სადაც ამის მოთხოვნა არსებობს. ჩვენ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება განვიხილეთ. სეპარატისტულ რეგიონებში, რომელსაც ჩვენ საქართველოს ნაწილად მივიჩნევთ. ჩვენ ის ნაბიჯები გვაშფოთებს, რომელსაც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ცხინვალისა და სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლება რუს პატრონებთან ერთად დგამს. ჩვენ საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივებსა და პროგრამების მხარდაჭერას ვაცხადებთ, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. მიგვაჩნია, რომ ეს სწორი მიმართულებით  გადადგმული ნაბიჯებია. მინისტრთან განვიხილეთ საჭიროება, რომ რუსულ პროპაგანდას წინ აღვუდგეთ და მხარი დავუჭიროთ საქართველოს ამ რთული ამოცანის რეალიზაციაში“, – განაცხადა ტომაშ პეტრშიჩეკმა.

დატოვე კომენტარი