ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირის ძლიერი მოკავშირეა და მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდება 
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირის ძლიერი მოკავშირეა და მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდება 

საქართველო ევროკავშირის ძლიერი მოკავშირეა და მას მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდება, – ამის შესახებ ბრიუსელში, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ჰამაჩეკმა განაცხადა.

„საქართველო კარგ საქმეს აკეთებს. ვფიქრობ, საქართველო ევროკავშირის ძლიერი მოკავშირეა და მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდება“, – განაცხადა იან ჰამაჩეკმა.

ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრებთან თანამშრომლობის საკითხი იხილება. კერძოდ, მინისტრები განიხილავენ პროგრამის „აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგი 2020 წლისათვის“ განხორციელებას.