ჩეხეთის ქიმიურ საწარმოში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
ჩეხეთის ქიმიურ საწარმოში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ჩეხეთში, ქიმიურ საწარმოში მომხდარი აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ინფორმაციას ჩეხური რადიო ავრცელებს. შემთხვევა ქალაქ კრალუპი ნად ვლტავოიში მოხდა.
ადგილზე მობილიზებულები არიან მაშველები და სასწრაფო დახმარების მანქანები. დაშავებულების რიცხვი ჯერ უცნობია. აფეთქების მიზეზი ჯერ დაუდგენელია.
ქალაქის მერის განცხადებით, ამ ეტაპაზე უცნობია, რომელი ქიმიური ნივთიერება აფეთქდა, თუმცა მისივე თქმით, ხანძარი ლოკალიზებულია და ქალაქის მცხოვრებლებს საფრთხე არ ემუქრებათ.